|
დასახელება:
მოლარე-ბარისტა
|
| მომწოდებელი:
სინაბონი
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
"სინაბონი" არის საერთაშორისო ქსელის კაფე-საცხობი, რომელიც დღესდღეობით წარმოდგენილია 45 ქვეყანაში 1500-ზე მეტი ფილიალით, მისი ძირითადი პროდუქტი არის დარიჩინის როლი, რომელიც მზადდება ნაზი ცომის, ლეგენდარული მაკარა-დარიჩინის, საფირმო ნაღებისა და კრემ-ყველის კომბინაციით.
"სინაბონი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ბარისტას პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის მომსახურების მაღალი დონის უზრუნველყოფა;
** მენიუში განთავსებული ყველა პროდუქტის დეტალური ცოდნა;
** შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა;
** სხვადასხვა სახეობის სასმელების მომზადება;
** სამუშაო სივრცეში მუდმივი წესრიგის კონტროლი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
ლოკაცია: რუსთაველის გამზირი 2/4, გალერეა თბილისი
გახდი ჩვენი გუნდის წევრი.
გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: Career@cinnabongeorgia.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "მოლარე-ბარისტა".
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|