Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=715462&print=yes&view=jobs
 
შემდუღებელი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემდუღებელი
მომწოდებელი: ვი დი სი
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
ორგანიზაციის შესახებ:

კომპანია "ვიდისი" არის ენერგეტიკული მიმართულების სისტემ ინტეგრატორი. ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულებაა ენერგეტიკა, მასთან დაკავშირებული პროდუქტებისა და მომსახურეობების შეთავაზება დამკვეთებისათვის.

კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია, მოტივირებული ადამიანებით.
კომპანია "ვიდისი" არის სწრაფად მზარდი, შედეგზე ორიენტირებული ადამიანების მიერ შექმნილი ბიზნესი, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს საკუთარ სეგმენტში და ავითარებს ენერგეტიკულ ბაზარს საქართველოში. ჩვენს ანგარიშზეა ქვეყანაში შესრულებული არაერთი ენერგეტიკული პროექტი, "ვიდისი"-ს კმაყოფილ კლიენტთა სიაშია უმსხვილესი სახელმწიფო თუ კერძო შემსყიდველები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ვაკანსიის დასახელება: შემდუღებელი

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პოზიტიურ გარემოს;
** პროფესიულ განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

ფუნქციები:

** საამქროში შემოსული ლითონის ნედლეულის ჭრა და გამზადება კონსტრუქციების ასაწყობად;
** ლითონის კონსტრუქციების აწყობა და შედუღება;
** დამზადებული პროდუქციის გასაგზავნად მომზადება;
** საამქროს უფროსის უშუალო დავალებების შესრულება;
მოთხოვნები:
** ლითონის კონსტრუქციების წარმოების მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** სასურველია შემდუღებლის სერტიფიკატის ფლობა.
** სასურველია მეტალის ფურცლოვანის საჭრელ დაზგასთან და პროგრამულ საღუნ დანადგართან მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა.
** მოტივირებულობა და განვითარებაზე ორიენტირება;
** შედეგზე ორიენტაცია;
** სწრაფად ათვისებისა და ინიციატივების გამოხატვის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაცია;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 18:00 (საჭიროების შემთხვევაში უქმე დღეებში მუშაობა ანაზღაურებით)
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩა #62;
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი

გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - info@vdc.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "შემდუღებელი".

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა 17.05.2025 წ.

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია