|
დასახელება:
გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
Chirifruit
|
|
გამოქვეყნდა: 20 აპრილი
/ ბოლო ვადა: 20 მაისი
|
კომპანია ჩირიფრუტი წარმოადგენს ქართულ ბრენდს, რომელიც ქმნის პრემიუმ ხარისხის შოკოლადსა და შოკოლადში ამოვლებულ ხილეულს.
ამ ეტაპზე ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ კანდიდატს პოზიციაზე: გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელი.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** გაყიდვების გუნდის მართვა, განვითარება და მოტივაცია
** გაყიდვების გეგმების დასახვა და შესრულების კონტროლი
** ახალი ბაზრების მოძიება და ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და ურთიერთობების გაღრმავება
** გაყიდვების პროცესის ანალიზი და ეფექტურობის გაუმჯობესება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ეკონომიკის ან მონათესავე სფეროში
** გამოცდილება:
- მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების გუნდის მართვაში
პიროვნული და პროფესიული უნარები:
** გაყიდვების სტრატეგიული დაგეგმვისა და შესრულების უნარი
** ძლიერი ლიდერული და გუნდური მართვის უნარები
** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის მაღალი დონე
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
ტექნიკური უნარები:
Microsoft Office პროგრამების კარგი ცოდნა (განსაკუთრებით Excel, PowerPoint)
ენები:
** ქართული - სრულყოფილად
** ინგლისური - კარგი (სასაუბრო და წერითი)
** რუსული - სასურველია
დამატებითი უპირატესობები:
** FMCG ან საკონდიტრო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
** გაყიდვების ტრენინგების ჩატარების გამოცდილება
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** ახალი ბაზრების განვითარების გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
** დინამიკურ და მზარდ გარემოში მუშაობას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას (შეთანხმებით)
თუ გსურთ გახდეთ ჩირიფრუტის გუნდის ნაწილი და წვლილი შეიტანოთ კომპანიის ზრდაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მეილზე prchirifruit@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 599730509 მარი.
|
|
|
|