Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=715369&print=yes&view=jobs
 
გაყიდვებისა და ჯუნიორ სოციალური მედია მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვებისა და ჯუნიორ სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: ბებოს ჩირი
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
კომპანია "ბებოს ჩირი" აცხადებს გაყიდვებისა და ჯუნიორ სოციალურ მედია მენეჯერის ვაკანსიას.

კომპანია "ბებოს ჩირი" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2019 წლიდან. საქმიანობის სფერო მოიცავს საქართველოს რეგიონებიდან მიღებული ხილისა და ბოსტნეულისაგან მაღალტექნოლოგიური ნატურალური ჩირის წარმოება. ხოლო 2021 წელს დაიწყო ოცდაათამდე საკონსერვო ნაწარმის მიღება და რეალიზაცია.

"ბებოს ჩირი" არის USAID 2023 წლის ძლიერი სოფლის პროგრამის მონაწილე და გამარჯვებული კომპანია, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციას გაეცანით სოციალურ ქსელებში ან ეწვიეთ ბმულს: http://www.Beboschiri.com

სამუშაო აღწერილობა:

** სივრცეში მოსული მომხმარებლის მომსახურება;
** საკურიერო შეკვეთების გამზადება და დელეგირება;
** სურვილისამებრ გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა +ბონუსი;
** სივრცეში ჰიგიენური პირობების დაცვა;
** კომპანიის განვითარებაზე ზრუნვა და ახალი იდეების ინიცირება;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი, ხოლო ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების და გაყიდვების სფეროში გამოცდილება.
** (სოციალური მედიით დაინტერესება ან გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)

ქცევითი კომპეტენციები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სიახლეებისადმი ღიაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, "ბაზარი ორბელიანი" (კოლმეურნეობის მოედანი);
** სამუშაო გრაფიკი - 11:00-22:00;
** ხელფასი ერთი სამუშაო დღე : ხელზე ასაღები, ფიქსირებული 50 ლარი + ბონუსი;

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და არასტრესულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ფიქსირებულ, ყოველთვიურ ანაზღაურებას;

აპლიკანტს ვთავაზობთ, დაინტერესების შემთხვევაში ადგილზე შევასწავლოთ სოციალური პიარისა და ბრენდინგისთვის საჭირო ყველა მეთოდი. (მომხმარებლის სეგმენტაცია; კომპანიის ბრენდინგი; კონტენტის შექმნა; ფოტო/ვიდეომონტაჟის აპლიკაციებში მუშაობა; სტრადეგიის კალენდრის შედგენა; სურვილის შემთხვევაში, მედია პლათფორმების ბიუჯეტირების მართვა.)

კონკურსი წარიმართება შემდეგ ეტაპებად:

1. წარმოდგენილი cv-ების განხილვა
2. გასაუბრება

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ cv ელ.ფოსტაზე beboschiri.ge@gmail.com და გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "კონსულტანტი". (გთხოვთ მიუთითეთ კონკრეტულად თქვენთვის სასურველი გრაფიკი ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია