Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=715355&print=yes&view=jobs
 
საცალო გაყიდვების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო გაყიდვების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საცალო გაყიდვების სტრატეგიის ეფექტურ დაგეგმვასა და განხორციელებას, გაყიდვების ობიექტების ეფექტურ მართვას, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებას და გაყიდვების შედეგების ზრდას.
სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებიდან გამომდინარე);
** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საცალო გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** გაყიდვების ობიექტების/ფილიალების ეფექტური მართვა და ოპერაციული პროცესების კონტროლი;
** გაყიდვების გეგმების დასახვა და შესრულების მონიტორინგი;
** მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესება;
** გაყიდვების მონაცემების ანალიზი და ანგარიშგება;
** ბაზრის ანალიზი და კონკურენტული გარემოს შეფასება;
** მარკეტინგისა და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესი, მარკეტინგი ან დაკავშირებული სფერო);
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სასურველია B2B ან საბითუმო მიმართულებით);
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირება;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
** მოლაპარაკებებისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: careerlane.hrhub@gmail.com 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეconინახება 6 თვის ვადით.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია