Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=715317&print=yes&view=jobs
 
ყასაბი - შეკვეთილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ყასაბი
მომწოდებელი: Paragraph Resort and Spa Shekvetili
გამოქვეყნდა: 20 აპრილი / ბოლო ვადა: 20 მაისი
სასტუმრო "პარაგრაფი რეზორტი & სპა შეკვეთილი" აცხადებს ვაკანსიას ყასბის პოზიციაზე.

ლოკაცია: შეკვეთილი, ოზურგეთი, გურია
დეპარტამენტი: სამზარეულო
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ზოგადი მოთხოვნები:

** ხორცპროდუქტების პირველადი დამუშავება
** პროდუქციის მიღება, შემოწმება, დაჭრა, დახარისხება და მომზადება შემდგომი გამოყენებისთვის
** პროდუქციის ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი
** სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა
** სურსათის უვნებლობის წესების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გადმოაგზავნონ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hrshekvetili@paragraphhotels.com

გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიცია "Subject" ველში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ აპლიკანტებთან.

ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "პარაგრაფ შეკვეთილი" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს-მ "პარაგრაფ შეკვეთილმა" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "პარაგრაფ შეკვეთილი" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე გურია, შეკვეთილი, გზატკეცილი E70 "სასტუმრო პარაგრაფ შეკვეთილი" ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: hrshekvetili@paragraphhotels.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია