Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=715261&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ეს-კა იმპექსი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
შპს "ეს კა იმპექსი" www.skimpex.ge დაარსდა 1997 წელს, როგორც საბითუმო ბაზა. ეს არის ფარმაცევტული კომპანია საბითუმო და საცალო მიმართულებით. ამჟამად კომპანია არის 30-ზე მეტი ევროპული მწარმოებლის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე ქ.თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები:

** პრეზენტაციის კარგი უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** განვითარების ადაპტირების უნარი.

საწყისი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ ზრდადი ხელფასი და ბონუსური სისტემა;
სოციალური პაკეტი - ჯანმრთელობის დაზღვევა.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გამოაგზავნოთ შესაბამისი განაცხადები. განიხილება მხოლოდ კანდიდატები ფარმაცევტული სფეროდან.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტო-სურათით მისამართზე (ფოტო-სურათის გარეშე CV არ განიხილება): hr@skimpex.ge და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დარეკეთ: 595 678070.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია