Робота для біженців з України
ვიდეომონიტორინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეომონიტორინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქალაქო სასამართლოს უკან, ანდრონიკაშვილის N6 (დიღომი)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 სთ

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობების ტერიტორიაზე არსებული ვიდეოკამერების რეგულარული მონიტორინგი;
** საწყობის პროცესების კონტროლი, დარღვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** პრობლემური ზედნადებების გადამოწმება ვიდეოჩანაწერების მეშვეობით;
** ვიდეომონიტორინგის პროცესში დაფიქსირებული შემთხვევების აღწერა;
** საქმიანობის შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რას გთავაზობთ?

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კვება;
** ტრანსპორტირება (დიდუბის მეტროსადგურიდან);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);
** თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** ადგილზე შესწავლას/განვითარებას იმ ინსტრუმენტებისა და უნარების, რაც დაგჭირდებათ საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV. მეილზე vacancy@sharmtrading.ge

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ვიდეომონიტორინგის სპეციალისტი.

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე