Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=715196&print=yes&view=jobs
 
მიმტანი, ბარმენი, მზარეული - კვარიათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი, ბარმენი, მზარეული
მომწოდებელი: პანორამა კვარიათი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
"პანორამა კვარიათი" აცხადებს კონკურსს სხვადასხვა ვაკანტურ პოზიციაზე.

1. მიმტანი

"Panorama Kvariati" აფართოებს გუნდს და ეძებს მეგობრულ, ენერგიულ და პროფესიონალ მიმტანს.

თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს იმუშაო ზღვის პირას, ულამაზესი დაისის ფონზე — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების თავაზიანი მიღება და მაღალი ხარისხით მომსახურება;
** შეკვეთების სწორად მიღება და დროული გადაცემა;
** მენიუს ცოდნა და სტუმრებისთვის რეკომენდაციების გაწევა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.

მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პოზიტიური და თავაზიანი დამოკიდებულება სტუმრების მიმართ;
** სწრაფად მუშაობის უნარი დატვირთულ გარემოში;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა და დისციპლინა;
** გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს ზღვის ხედით;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

2. ბარმენი

"Panorama Kvariati" ეძებს ენერგიულ და პასუხისმგებლიან ბარმენს.

თუ გსურს იმუშაო კომფორტულ გარემოში, ზღვის ხედითა და ულამაზესი დაისის ფონზე — შემოგვიერთდი!

მოთხოვნები:
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყავის აპარატთან მუშაობის ცოდნა;
** საბაზისო კოქტეილების მომზადების უნარი;
** პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას.

3. მზარეული

"Panorama Kvariati" ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლიან მზარეულს.

გაატარე ზაფხულის სეზონი ზღვის პირას, სასიამოვნო გარემოში და პარალელურად გაზარდე შენი შემოსავალი ჩვენთან ერთად.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კულინარიული ტექნიკების ცოდნა;
** ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** სწრაფად მუშაობის უნარი დატვირთულ გარემოში;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სეზონურ დასაქმებას ზღვის ხედით;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

4. ბრექვესთისა და საკონდიტროს დამხმარე მზარეული (სეზონური)

"Panorama Kvariati" ეძებს ყურადღებიან და პასუხისმგებლიან დამხმარე მზარეულს.

გაატარე ზაფხული ზღვის პირას, კომფორტულ გარემოში და დააგროვე გამოცდილებაც და დანაზოგიც.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ჰიგიენის ნორმების დაცვა;
** ბრექვესთისა და საკონდიტრო პროდუქტების მომზადების საბაზისო ცოდნა;
** სწრაფად მუშაობის უნარი დატვირთულ გარემოში;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სეზონურ დასაქმებას ზღვის ხედით;
** განვითარების შესაძლებლობას.

დაგვიკავშირდით:

591 97 36 73
panoramakvariati@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია