Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=715194&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო ონიქს სითი სენთერი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
სასტუმრო "ონიქს სითი სენთერი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი სასტუმრო "ონიქს სითი სენთერ" მის: პეკინის 30.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1200 ლარი
ბენეფიტები: კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოთახების დადგენილ დროში დასუფთავება პრიორიტეტების მიხედვით;
** მაღალი ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვა;
** ოთახებში ამენითების შევსება;
** პრობლემების დაფიქსირება (ოთახებში დაზიანების ან დაკარგული ნივთების შესახებ);
** სტუმრების მოთხოვნებზე რეაგირება;
** გამოყენებული თეთრეულის და პირსახოცების შეგროვება მათი გადაცემა; სამრეცხაოში; გამოყენებული თეთრეულის ახლით ჩანაცვლება;
** გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** არაკონფლიქტურობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 30 აპრილამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@onyxtbilisi.com

გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია