Робота для біженців з України
ქარხნის დირექტორის ასისტენტი/ოფისის მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქარხნის დირექტორის ასისტენტი/ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: PM Metal
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
შპს "პი ემ მეტალ"-ი აცხადებს ვაკანსიას ქარხნის დირექტორის ასისტენტის/ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი

ძირითადი მოვალეობები:

** ადმინისტრაციული პროცესების მართვა, მათ შორის დოკუმენტაციის მომზადება, კლასიფიკაცია და არქივის ორგანიზება;
** დირექტორის სამუშაო გრაფიკის მართვა: შეხვედრების დაგეგმვა, კალენდრის კონტროლი, სატელეფონო ზარებზე პასუხი და მიმოწერის კოორდინაცია (შიდა და გარე კომუნიკაცია);
** შეხვედრებისა და ბიზნეს ვიზიტების ორგანიზება;
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კოორდინაცია ანგარიშგების დროული წარდგენის უზრუნველსაყოფად;
** სტუმრების მიღება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** დირექტორის სახელით წარმოების პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმება და კონტროლი;
** ოფისისთვის საჭირო ინვენტარისა და საკანცელარიო ნივთების შესყიდვა და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საწარმოში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: vacancy@pmmetal.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "დირექტორის ასისტენტი/ოფისის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ეთანხმებით, რომ შპს "პი ემ მეტალ" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "პი ემ მეტალ"-ის მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე