|
დასახელება:
ფინანსური მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
PM Metal
|
|
გამოქვეყნდა: 17 აპრილი
/ ბოლო ვადა: 17 მაისი
|
შპს "პი ემ მეტალ" აცხადებს ვაკანსიას მაღალი კვალიფიკაციის ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00
ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი
ძირითადი მოთხოვნები და პასუხისმგებლობები:
** ძლიერი ანალიტიკური უნარები და ფინანსური მონაცემების ღრმა ანალიზი
** ბიუჯეტირების პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი
** ფინანსური მოდელების შექმნა და განვითარება (როგორც წარმოების, ასევე სავაჭრო მიმართულებით)
** ფინანსური პროგნოზირება და სცენარების ანალიზი (forecasting & scenario planning)
** ფინანსური და საბანკო ინსტიტუტებთან ურთიერთობა
** კომპანიისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვა (loan structuring, fundraising)
** საერთაშორისო ფინანსურ პლატფორმებზე ოპერირება, კონვერტაციები და ვაჭრობა
** სალიკვიდაციო ნაკადების (cash flow) მართვა და ოპტიმიზაცია
** ფინანსური რისკების იდენტიფიკაცია და მართვა
** საგადასახადო დაგეგმვა და შესაბამისობის კონტროლი
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (IFRS/GAAP სტანდარტების ცოდნა უპირატესობაა)
** შიდა ფინანსური კონტროლის სისტემების დანერგვა და გაუმჯობესება
** ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია ფინანსური ეფექტიანობის ზრდის მიზნით
** ინვესტიციების ანალიზი და შეფასება (ROI, IRR, NPV)
** ხელმძღვანელობისთვის სტრატეგიული ფინანსური რეკომენდაციების მიწოდება
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (SAP, Oracle ან სხვა)
** გუნდის მართვის და ლიდერული უნარები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან დაკავშირებულ სფეროში
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება ფინანსურ მენეჯმენტში (სასურველია წარმოების, საბანკო ან სავაჭრო სექტორში)
** საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური/რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და სტრატეგიული აზროვნება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@pmmetal.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!
ეთანხმებით, რომ შპს "პი ემ მეტალ" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "პი ემ მეტალ"-ის მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|