Робота для біженців з України
ექიმი თერაპევტი - ქუთაისი, ბაღდათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი თერაპევტი
მომწოდებელი: Ensana კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"Ensana Health Spa Hotels" - აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში

კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.
რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: New Sairme, Sairme Resort და Sairme Public. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.

თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

საერთაშორისო ბრენდი Ensana ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.

ვაკანსია - ექიმი თერაპევტი
ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

თერაპევტი ვალდებულია:

** პაციენტების პირველადი გასინჯვა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება.
** დიაგნოზის დასმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
** მკურნალობის გეგმის განსაზღვრა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა.
** საჭიროების შემთხვევაში პაციენტის გადამისამართება სხვა სპეციალისტთან.
** პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და განახლება.
** დანიშნული მკურნალობის პროცესის კონტროლი და მონიტორინგი.
** პრევენციული ღონისძიებებისა და კონსულტაციების ჩატარება.
** სამედიცინო ეთიკის ნორმებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
** შიდა რეგულაციებისა და საქართველოს მოქმედი სამედიცინო სტანდარტების დაცვა.

სასურველი უნარები:

** გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია
** პრობლემების სწრაფი მოგვარება
** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

კომპანიის ბენეფიტი:

** ტრანსპორტირება
** დაზღვევა
** უფასო კვება
** კორპორატიული ნომერი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.kikvidze@sairmeresort.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: ექიმი თერაპევტი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე