|
დასახელება:
ბარმენი
|
| მომწოდებელი:
Ensana კურორტი საირმე
|
|
გამოქვეყნდა: 17 აპრილი
/ ბოლო ვადა: 17 მაისი
|
"Ensana" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში
კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.
რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: Ensana Sairme North, Ensana Sairme Southt და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.
ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.
თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
საერთაშორისო ბრენდი Ensana ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.
ვაკანსიის დასახელება: ბარმენი (Bartender)
ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასმელების მომზადება და პრეზენტაცია კომპანიის სტანდარტების მიხედვით
** ბარის სამუშაო ადგილის სისუფთავის, წესრიგისა და ინვენტარის კონტროლი
** სტუმრებთან კომუნიკაცია და რეკომენდაციების მიცემა
** მარაგების კონტროლი და შევსება
** ბარის პროცესებში უსაფრთხოების წესების დაცვა
** POS სისტემაში მუშაობა
** კოქტეილების მომზადების სტანდარტების დაცვა
** საავტორო კოქტეილების შექმნა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბარმენის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კლასიკური კოქტეილების ცოდნა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა)
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
კომპანიის ბენეფიტი:
** ტრანსპორტირება
** დაზღვევა
** უფასო კვება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.kikvidze@sairmeresort.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: ბარმენი.
|
|
|
|