Робота для біженців з України
ქვის მჭრელი, ქვის დამმუშავებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქვის მჭრელი, ქვის დამმუშავებელი
მომწოდებელი: ზოდი
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას ქვის მჭრელის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები და სხვა.

"ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია შოურუმებით - თბილისსა და ბათუმში.

კომპანია "ზოდის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/

ადგილი სადაც იმუშავებ: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 188დ (სარაჯიშვილის მეტროსთან)
ანაზღაურება: გამომუშავებით (საშუალოდ 2000-3000 ლარი)
სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი

ძირითადი მოვალეობები:

** ქვის დამუშავება თანამედროვე დანადგარების გამოყენებით;
** ჭრის სრული ციკლის მართვა;
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ტექნიკური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქვის დამუშავების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომატიზირებული დანადგარების მართვის გამოცდილება;
** საწარმოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** ტექნიკური უნარები და დეტალებზე ორიენტაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** სტაბილურ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV), ან მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ასევე დაგვიკავშირდით ნომერზე: 0 32 2 35 80 00

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ზოდი პლიუსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

შპს "ზოდი პლიუსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!

--------------------------------------------------------------------------------

კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას ქვის დამმუშავებლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია "ზოდი" 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები და სხვა.

"ზოდი" საქართველოში წარმოდგენილია შოურუმებით - თბილისსა და ბათუმში.

კომპანია "ზოდის" ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 188დ (სარაჯიშვილის მეტროსთან)
ანაზღაურება: გამომუშავებით (საშუალოდ 3500-4000)
სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი

ქვის დამმუშავებლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** ქვის დამუშავება კუთსახეხით (ე.წ. ბარგალკით);
** ქვის დამუშავება გასაპრიალებელი მექანიზმით;
** ქვაზე ფიგურების გამოყვანა - ამოჭრა;
** ქვის დანადგართან მუშაობა და მისი მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია ქვასთან მუშაობის გამოცდილება და შესაბამისი ტექნიკური ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** მზარდ ხელფასს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV), ან მოგვწერეთ ტელეფონის ნომერი ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ასევე დაგვიკავშირდით ნომერზე: 0 32 2 35 80 00

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ზოდი პლიუსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

შპს "ზოდი პლიუსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე