|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
სტომატოლოგიური კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 17 აპრილი
/ ბოლო ვადა: 17 მაისი
|
სტომატოლოგიური კლინიკა გიორგი დანელიას ქუჩაზე (უნივერსიტეტის "მაღლივი" კორპუსის მიმდებარედ) ეძებს ადმინისტრატორს.
კლინიკაში არის 2 კაბინეტი.
გვჭირდება ისეთი კადრი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პროფესიონალ ექიმებთან, კომფორტულ გარემოში და უახლესი აპარატურით აღჭურვილ თანამედროვე კლინიკაში მუშაობა.
ასაკი და სქესი შეუზღუდავი (სრულწლოვანი).
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 16:00 საათიდან - 21:00 საათამდე, დასვენება კვირა.
ანაზღაურება: 500-800 ლარი, კვალიფიკაციის მიხედვით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის დახვედრა, გადამისამართება ექიმთან და გასტუმრება;
** ფინანსური ანგარიშების წარმოება სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით;
** შემოსული ზარების პასუხი, პაციენტების ჩაწერა ექიმთან ელექტრონულ ჟურნალში;
** ისტორიის გახსნა;
** სოციალურ ქსელებში შემოსული შეტყობინებების პასუხი (კომპეტენციის ფარგლებში).
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი ან სტუდენტი);
** ქართულად გამართული წერა და მეტყველება;
** უცხო ენები - რუსული და ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე;
** გამოცდილება არ არის სავალდებულო, ადგილზე შეგასწავლით.
პიროვნული თვისებები:
** დისციპლინირებული
** შრომისმოყვარე
** დეტალებზე ორიენტირებული
** თანამშრომლების და პაციენტების მიმართ კეთილგანწყობილი
** პუნქტუალური
დაინტერესებულ პირებმა მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე: drkhujadzedental@gmail.com.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 380 552.
|
|
|
|