Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=714880&print=yes&view=jobs
 
შიდა ლოჯისტიკის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა ლოჯისტიკის კოორდინატორი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"Kontakt" არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).

უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

პოზიცია: შიდა ლოჯისტიკის კოორდინატორი

ძირითადი მოვალეობები:

** მძღოლების ყოველდღიური მარშრუტების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
** მძღოლების სამუშაო განრიგისა და მოძრაობის მიმართულებების მკაცრი კონტროლი;
** მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია მიწოდების ზუსტი მისამართებისა და დეტალების დასაზუსტებლად;
** მიწოდების პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების ოპერატიული მართვა და გადაჭრა;
** პროგრამა QuickShipper-ში მონაცემების ასახვა და შეკვეთების დამატება მომხმარებლებისთვის კურიერის გადაადგილების ლაივ-რეჟიმში თვალყურის სადევნებლად;
** ლოჯისტიკის დეპარტამენტის მენეჯმენტთან ეფექტური კოორდინაცია.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

** ლოჯისტიკის კოორდინატორის, დისპეტჩერის ან მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური სატელეფონო კომუნიკაციისა და ინფორმაციის ზუსტად გადაცემის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების და ახალი პროგრამული უზრუნველყოფების სწრაფად ათვისების უნარი;
** სტრესულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის, ასევე სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** გეოგრაფიული ორიენტაციის კარგი უნარი (ქალაქის ლოკაციების ცოდნა).

რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:

** გრაფიკი: 10:00-19:00 კვირაში 5 დღე 2 დასვენების დღე (შეთანხმებით);
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1700 ლ + ბონუსი ;
** ჯანმრთელობა: კორპორაციული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge

გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "შიდა ლოჯისტიკის კოორდინატორი;

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი, 2026.

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია