Робота для біженців з України
Growth მარკეტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Growth მარკეტერი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია "ILARIA" პარტნიორი კომპანიისთვის "Growt`s Hunters" ეძებს Growth Marketer-ს.

პირობები:

** სამუშაო ფორმატი: ორშაბათი-პარასკევი; პირველი 3 თვე On-site/ 3 თვის გასვლის შემდგომ ჰიბრიდული;
** სამუშაო საათები: 11:00 - 19:00
** ანაზღაურება: 2000 - 3000 + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: ვაკე, მოსაშვილის ქ.
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

Growt`s Hunters-ში ვეძებთ მოტივირებულ და შედეგებზე ორიენტირებულ Growth Marketer -ს, რომელიც სრულად ჩაიბარებს, უხელმძღვანელებს და სტრატეგიულად განავითარებს სააგენტოში არსებულ პროექტებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პარტნიორი კომპანიებისთვის ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ზრდის სტრატეგიების შემუშავება და მათი ეფექტურად განხორციელება.
** პარტნიორებთან კონტენტის და საჭირო მასალების გაზიარება, მათი დადასტურების პროცესის მართვა, უკუკავშირის მიღება და ინფორმაციის დროული გავრცელება შიდა გუნდში.
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის ანალიზი და ოპტიმიზაცია გუნდთან ერთად, ასევე დავალებების დელეგირება და შესრულების კონტროლი.
** ყოველთვიური კონტენტ-პოსტინგ კალენდრების მომზადება და თითოეულ პროექტთან დაკავშირებით გუნდთან მუდმივი, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
** გადაღებების დაგეგმვა, ორგანიზება და პროცესის ზედამხედველობა; საჭიროების შემთხვევაში ვიდეოგრაფთან ერთად გადაღებებზე დასწრება.
** ახალი პარტნიორებისთვის ხელშეკრულებების მომზადება, არსებული პარტნიორებისთვის საჭიროების შემთხვევაში მათი განახლება და შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება.
** კომპეტენციის ფარგლებში, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.

განათლება, გამოცდილება და უნარები

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგული პროექტების მართვაში;
** გამოცდილება LLM მოდელებთან მუშაობაში (Prompt-ების ეფექტური გამოყენება);
** სასურველია სამშენებლო მიმართულების პროექტების მართვის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი;
** დროის ეფექტური მართვისა და მრავალპროექტიან გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდურად მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "Growth Marketer".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე