Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=714809&print=yes&view=jobs
 
გარე გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სუპერმარკეტების ქსელი ბილიონი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
სუპერმარკეტების ქსელი "ბილიონი", რომელიც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია, წლებია მომხმარებელს სთავაზობს 15000 და მეტი დასახელების სასურსათო და საყოფაცხოვრებო/სამშენებლო პროდუქციის არჩევანს და უწევს მათ მაღალხარისხიან მომსახურეობას.

"ბილიონი"-ს მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული, უზრუნველყოს მრავალფეროვანი არჩევანი და მაღალხარისხიანი მომსახურება, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა და კომფორტული სივრცე. ამ ღირებულებების შენარჩუნება/განვითარებისთვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური კაპიტალის განვითარებას შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

კომპანია "ბილიონი" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

ძირითადი მოვალეობებია:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და შეხვედრების დაგეგმვა
** პროდუქციის/სერვისის პრეზენტაცია
** გაყიდვების განხორციელება
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება
** გაყიდვების გეგმების შესრულება

პიროვნული უნარები:

** ძლიერი კომუნიკაციის უნარი - მკაფიო, დამაჯერებელი და პროფესიონალური საუბარი სხვადასხვა ტიპის კლიენტთან.
** აქტიური მოსმენა - კლიენტის რეალური საჭიროების სწორად გაგება და არა მხოლოდ პასუხის გაცემა.
** პრეზენტაბელურობა და კომპანიის იმიჯზე ზრუნვა.
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - დროული რეაგირება და ვალდებულებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Excel/Word ცოდნა;
** სუპერმარკეტების ქსელში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2026 წლის 16 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე hr@bilioni.ge. გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების მენეჯერი".

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით დაინეტრესებისათვის!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია