|
დასახელება:
ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ევ დისტრიბუშენი
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
შპს "ევ დისტრიბუშენი" ეძებს გამოცდილ და მოტივირებულ კადრს შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მომარაგების ჯაჭვის გამართულ მუშაობას როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №45ა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვები: მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, საუკეთესო პირობების (ფასი, ხარისხი, ვადები) მოპოვება და მოლაპარაკებების წარმოება.
** ბაზრის ანალიზი: ახალი პარტნიორების მოძიება გლობალურ და ლოკალურ ბაზრებზე; ალტერნატიული წყაროების მუდმივი მონიტორინგი.
** იმპორტის პროცესის მართვა: საერთაშორისო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (Invoice, Packing List და სხვა.) მომზადება და სისწორის კონტროლი.
** ლოგისტიკის კოორდინაცია: ტვირთების ტრანსპორტირების დაგეგმვა და ლოგისტიკურ კომპანიებთან ურთიერთობა პროდუქციის დროული მოწოდების მიზნით.
** მარაგების კონტროლი: საწყობთან მჭიდრო თანამშრომლობა ნაშთების ოპტიმიზაციისა და მიღება-ჩაბარების პროცესების ზედამხედველობისთვის.
** დოკუმენტური აღრიცხვა: შესყიდვების შეკვეთების ფორმირება და შესაბამის განყოფილებებში დროული გადაგზავნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება
** ენები: ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ფლობა (სავალდებულოა უცხოელ პარტნიორებთან მიმოწერისა და მოლაპარაკებებისთვის).
** პროგრამული უნარები: Word, MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
დამატებითი უნარები:
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ორგანიზებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობისა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** გუნდურობა და ეფექტური კომუნიკაციის ნიჭი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: info@ev-distribution.com. დანიშნულებაში მუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|