|
დასახელება:
სარწყავი სისტემების მართვისა და ექსპლუატაციის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
სარწყავი სისტემების მართვისა და ექსპლუატაციის სპეციალისტი
კომპანია ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლიან სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს სარწყავი და წყალმომარაგების სისტემების გამართულ მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
** დაპროექტება: წყალმომარაგებისა და სარწყავი სისტემების (არხები/მილები) ქსელის დაგეგმარება, ნახაზების მომზადება და პროექტის განხორციელება.
** მონიტორინგი: სარწყავი ტუმბოების, ავზების, ინვერტორებისა და ელექტრო კარადების გამართული მუშაობის მუდმივი კონტროლი.
** საველე სამუშაოები: ბაღში მორწყვის პროცესის ზედამხედველობა, წვეთოვანი მილების შემოწმება და ნიადაგის ტენიანობის კონტროლი აგრონომთან ერთად.
** ტექნიკური მართვა: საჭირო ნაწილების/მასალები დროული შესყიდვის უზრუნველყოფა და დაზიანებების სწრაფი შეკეთება. პოტენციური რისკების წინასწარი იდენტიფიცირება და ხელმძღვანელობის ინფორმირება გაუმართაობის თავიდან ასაცილებლად.
** რეპორტინგი: შესრულებული სამუშაოებისა და ხარჯების ყოველკვირეული ასახვა Excel-ში.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: მარნეული.
** ტრანსპორტირება: აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ფლობა.
** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (კვალიფიკაციის მიხედვით) + საწვავი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პასუხისმგებლობა:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება: სასურველია ინჟინერიის, აგრო-ინჟინერიის ან ჰიდრომელიორაციის მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი.
** Excel-ის სამუშაო დონეზე ფლობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ძვირადღირებულ აღჭურვილობაზე (მართვის სისტემები, ტუმბოები და სხვა).
** რისკების წინასწარ იდენტიფიცირების უნარი.
** რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითველბა უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV (ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@d-ame.ge
|
|
|
|