|
დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
რებილდი
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
კომპანია "რებილდი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას რომელიც 2013 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს. ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ 20 ზე მეტი პროექტი და ამჟამად გვაქვს 18 მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტი საქართველოში.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
** ყოველთვიური დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა/წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
** თვის დახურვის ოპერაციების/ნაშთების კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების და მასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო ბაზაში;
** დებიტორ/კრედიტორების ვალდებულებების კონტროლი;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობის წარმოება, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
** სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა;
** ფინანსური ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (მათ შორის Excel-ის კარგად ცოდნა);
** სასურველია აპლიკანტს გავლილი ჰქონდეს ბუღალტრული აღრიცხვის სერტიფიცირებული კურსი;
უნარ-ჩვევები:
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ სამსახურსა და კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
პირობები:
** სამუშაო საათები: 10:00-18:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** ოფისის მისამართია - ბარნოვის ქ. 84, ხოლო ობიექტები მდებარეობს რეგიონებში
** ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის მიხედვით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ წარმოადგინონ CV ელ-ფოსტაზე: hr.rebuild1@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|