|
დასახელება:
პროექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია სამზარეულო ტექნიკის, რესტორნების აღჭურვის მიმართულებით);
** პრიორიტეტულია სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** პროექტების მართვისა და ლოგისტიკის პრინციპების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროექტის ფარგლებში სამზარეულო ტექნიკის შერჩევის, შესყიდვის, ლოგისტიკისა და ობიექტებზე სწორად განაწილების პროცესის სრული მართვა;
** პროექტის ნახაზების მიხედვით საჭირო სამზარეულო ტექნიკის სიის შედგენა და სპეციფიკაციების განსაზღვრა;
** პროექტის ნახაზების მიხედვით საჭირო სამზარეულო ტექნიკის სიის შედგენა და სპეციფიკაციების განსაზღვრა;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკება, საუკეთესო ფასისა და ხარისხის შეჯერება, შესყიდვის ვადების კონტროლი;
** ტექნიკის მიღება, დასაწყობება და მათი ზუსტი გადანაწილება სხვადასხვა ობიექტზე/წერტილზე გეგმა-გრაფიკის მიხედვით;
** ტექნიკის სწორად განთავსებისა და კომუნიკაციებთან (დენი, წყალი, ვენტილაცია) თავსებადობის მონიტორინგი;
** მოწოდებული ტექნიკის ვიზუალური და ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება;
** საგარანტიო პირობების, ინსტრუქციებისა და მიღება-ჩაბარების აქტების აღრიცხვა;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;
სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (1 საათი შესვენება);
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge 2026 წლის 15 მაისის ჩათვლით ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
|
|
|
|