Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=714652&print=yes&view=jobs
 
სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული მიმართულება);
** სხელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 (სამწლიანი) გამოცდილება (სასურველია კვების სფეროში);
** სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ზედმიწევნით ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება-კოორდინაცია, წარმართვა და შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
** სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების ჩატარება;
** "სპეციალური წესით საქონლის შესყიდვის კომისიისა და კომისიის აპარატის" გადაწყვეტილების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება;
** ბაზრის კვლევა და მისი ანალიზი, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგება;
** შემსყიდველ ორგანიზაციებთან ან მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება საუკეთესო პირობების მისაღებად;
** სატენდერო/საკოკნურსო პროცედურების წარმართვა, ოქმების მომზადება და ა.შ
** სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება (მოხსენებითი ბარათი, წერილი და ა.შ);
** ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს;

სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (1 საათი შესვენება);
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge 2026 წლის 16 მაისის ჩათვლით ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია