Робота для біженців з України
იურისტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტის ასისტენტი
მომწოდებელი: დიპლომატ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის ასისტენტის პოზიციაზე თბილისში.

შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას 2002 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორებიცაა - Frixx, Perfetti (Chupa Chups) campina, ehrman, Choco pie, anakom, Hochland, white bear, Cherkizovo, Ramensky, Don johns, pasteroni, Orbetros, - საერთაშორისო ბრენდებს;

დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.diplomatholding.com.ge

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება.
** სამოქალაქო სამართლის სიღრმისეული ცოდნა
** კარგი ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა
** იურიდიული კონსულტაციის გაწევა
** ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება და მისი კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** სასამართლო პრაქტიკის მოძიება
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი -პარასკევი;
** სამუშაო საათები: 10:00-17:00;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** ულიმიტო სასაუბრო დრო;
** ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@holding.com.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე