Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=714621&print=yes&view=jobs
 
მოდის მარკეტინგისა და ზრდის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოდის მარკეტინგისა და ზრდის მენეჯერი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს Fashion Marketing & Growth Manager პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც არის მსოფლიო მოდის ინდუსტრიის პრემიუმ ბრენდების წარმომადგენელი საქართველოში.

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 დღე ადგილზე, ორი დღე დისტანციურად 10:00-19:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

პოზიციის მიზანი: ვეძებთ გამოცდილ Fashion Marketing & Growth Manager-ს, რომელიც ეფექტურად გააერთიანებს ბრენდის მართვასა და გაყიდვებზე ორიენტირებულ მარკეტინგულ სტრატეგიებს.

კომპანიის ძირითადი მიზნებია: შემოსავლების მდგრადი ზრდის უზრუნველყოფა, ახალი სამიზნე აუდიტორიების მოზიდვა, ბრენდის ცნობადობის გაძლიერება და პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებთან გრძელვადიანი, ლოიალური ურთიერთობების ჩამოყალიბება.

1. გაყიდვებისა და ბიზნესის ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიის შემუშავება:

** ბრენდის სტრატეგიული მართვა და გაყიდვებზე ორიენტირებული მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა; გაყიდვებისა და ბიზნესის ზრდის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა და განვითარება
** ახალი მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება Online და Offline არხებში
** ძლიერი და გამორჩეული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება ბრენდის ცნობადობისა და აუდიტორიის ჩართულობის ზრდისთვის
** ბრენდის ზრდის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და განვითარება, მათ შორის პრემიუმ ბრენდებთან პარტნიორობა და ახალ პლატფორმებზე პოზიციონირება
** კონტენტის, რეკლამისა და CRM გუნდებთან მჭიდრო კოორდინაცია

2. მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობისა და ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა:

** სარეკლამო არხების (Google Ads, Meta და სხვა) მართვის კოორდინაცია და მუდმივი ოპტიმიზაცია
** ROAS-ისა და CAC-ის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი კამპანიების ოპტიმიზაციისა და ROI-ის მაქსიმიზაციისთვის
** კონტრაქტორებთან, სააგენტოებთან და შიდა გუნდთან თანამშრომლობა; დავალებების განსაზღვრა, KPI-ების დაწესება და შესრულების მონიტორინგი; შედეგების აუდიტი და ბრენდ-იდენტობის/ვიზუალური ესთეტიკის დაცვა
** End-to-End ანალიტიკა — Online და Offline მონაცემების ინტეგრირებული ანალიზი და ROI-ის ზუსტი შეფასება

3. CRM და მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა (Retention & Luxury Service):

** ახალი მომხმარებლების ინტეგრაცია, მონაცემთა ბაზის მართვა, RFM სეგმენტაცია, მომხმარებელთა შენარჩუნება და განმეორებითი გაყიდვების ზრდა; VIP და ლოიალური მომხმარებლების მართვის სტრატეგია

4. ანალიტიკა, შედეგების მონიტორინგი და ეფექტურობის მართვა:

** პრემიუმ რითეილ სეგმენტში KPI-ების სიღრმისეული ანალიზი, მარკეტინგული ბიუჯეტის მართვა (ROI ფოკუსით) და ბაზრის/კონკურენტების მონიტორინგი
** პრემიუმ/ლუქს სეგმენტში კონკურენტული გარემოს მონიტორინგი და ბაზრის ტენდენციების ანალიზი

5. ბრენდის ღირებულებისა და იმიჯის მართვა (Brand Equity & Image Management):

** ვიზუალური იდენტობისა და ლუქს სერვისის სტანდარტების დაცვა ყველა არხში
** პრემიუმ პოზიციონირების შენარჩუნება და საკომუნიკაციო არხების სრული კონტროლი

გამოცდილება, განათლება და უნარები:

** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, Growth ან Performance მიმართულებით, როგორც Online, ასევე Offline მაღაზიებში; სასურველია გამოცდილება მოდის რითეილის პრემიუმ სეგმენტში
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელი)
** მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა: GA4, CRM სისტემებსა და Excel-თან მუშაობის გამოცდილება, ციფრებზე დაფუძნებული ანალიტიკური ანგარიშების მომზადების უნარი
** ლიდერული უნარ-ჩვევები: შიდა გუნდისა და გარე კონტრაქტორების ეფექტური მართვის გამოცდილება
** დროის ეფექტურად მართვისა და მოლაპარაკებების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სასურველია ინტერესი მოდის სფეროს მიმართ

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "Fashion Marketing & Growth Manager".

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ის (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.

5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია