|
დასახელება:
საბაჟოსთან ურთიერთობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Ilaria
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.
"ILARIA" ეძებს საბაჟოსთან ურთიერთობის მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთვის:
** სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 09:30-18:30
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
პოზიციის აღწერა:
საბაჟოსთან ურთიერთობის მენეჯერი პასუხისმგებელია საბაჟო პროცესების ეფექტურ მართვაზე, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციასა და საბაჟო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებაზე. იგი უზრუნველყოფს კომპანიის ოპერაციების შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და შიდა სტანდარტებთან, ასევე აქტიურად თანამშრომლობს როგორც შიდა დეპარტამენტებთან, ისე გარე პარტნიორებთან პროცესების გამართული მიმდინარეობისათვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საბაჟო დოკუმენტაციის მომზადება, გადამოწმება და კონტროლი, მათ შორის შესყიდული/შესასყიდი პროდუქციის საბუთების დამუშავება და იმპორტისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა დატვირთვის ეტაპზე
** აქციზის/იმპორტის გადასახადების, აგრეთვე აკრძალვებისა და შეზღუდვების ქვეშ მყოფი საქონლის იდენტიფიცირება და შესაბამისობის კონტროლი
** საქონლის კლასიფიკაცია და სეს ესნ (HS) კოდების განსაზღვრა/დაზუსტება
** ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის მოთხოვნა, დამუშავება და იმპორტისთვის საჭირო ნებართვების მიღების უზრუნველყოფა
** წარმოშობის სერტიფიკატების გადამოწმება, მათ შორის შეღავათიანი რეჟიმების გამოყენების მიზნით და საჭიროების შემთხვევაში დეკლარაციების კორექტირება გადახდილი გადასახადების დასაბრუნებლად
** საბაჟო პროცედურების სრული მართვა და დეკლარირების პროცესის მონიტორინგი, მათ შორის პროგრამა "Asycuda"-სა და rs.ge-ის გამოყენებით დეკლარაციების მომზადება/დაბეჭდვა
** დეკლარაციების სტატუსის (დერეფნის ფერის) კონტროლი და შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელება, მათ შორის წითელი დერეფნის შემთხვევებში ყველა საჭირო ღონისძიების უზრუნველყოფა
** საბაჟო ორგანოებთან და სხვა დაკავშირებულ უწყებებთან ეფექტური კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში ოფიციალური წერილების და განცხადებების მომზადება
** საბაჟო ბროკერებთან და ლოჯისტიკურ პარტნიორებთან კოორდინაცია
** იმპორტ-ექსპორტის პროცესებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და მართვა
** საბაჟო მოთხოვნებისა და რეგულაციების მუდმივი მონიტორინგი და მათი დანერგვა კომპანიაში
** შიდა დეპარტამენტებისთვის (ლოგისტიკა, ფინანსები, გაყიდვები და სხვ.) საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება
** საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშგებების (რეპორტების) მომზადება
** დოკუმენტაციის არქივის წარმოება და მართვა
** პროცესების ოპტიმიზაციაზე მუშაობა ეფექტიანობის გაზრდის მიზნით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
** საბაჟო პროცედურებისა და რეგულაციების საფუძვლიანი ცოდნა
** შესაბამის ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია; რუსული ენა სასურველია
** Asycuda-ში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (MS Office) პრაქტიკული ცოდნა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge.
აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საბაჟოსთან ურთიერთობის მენეჯერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ის (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
|
|
|
|