|
დასახელება:
უფროსი სისტემური ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
პროკრედიტ ბანკი
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 16 მაისი
|
"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე, IT ოპერაციების მართვის გუნდში.
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი "პროკრედიტ ბანკის" თბილისის ფილიალის გუნდში!
"პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას.
ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.
ძირითადი მოვალეობები:
** ვირტუალიზაციის არქიტექტურის დიზაინი, ოპტიმიზაცია და capacity planning (VMware vSphere, VMware vSAN)
** High Availability / Fault Tolerance / DRS სტრატეგიების დაგეგმვა და გაუმჯობესება
** Enterprise-grade Storage სისტემების მართვა - performance tuning, replication
** SAN ქსელის მართვა და ოპტიმიზაცია (zoning strategy, redundancy, latency შემცირება)
** Active Directory არქიტექტურის მართვა (Microsoft Active Directory) - security hardening, delegation model
** Group Policy სტრატეგიის დიზაინი (baseline security policies, compliance enforcement)
** Patch & vulnerability management პროცესის კონტროლი (risk-based მიდგომით)
** Backup & Disaster Recovery სტრატეგიის დიზაინი და ტესტირება (Veeam Backup & Replication, offsite backups)
** Linux სერვერების ადმინისტრირება (Ubuntu / RHEL / CentOS): user & permission management, systemd სერვისების მართვა, package management, basic hardening, HAProxy-ის კონფიგურაცია და ადმინისტრირება (load balancing, health checks, SSL termination), troubleshooting
** DR site / secondary DC დიზაინი და რეგულარული failover ტესტირება
** მონაწილეობა უსაფრთხოების აუდიტებში და რეგულატორულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
** Incident & Problem management (L3) - კრიტიკული ინციდენტების მართვა და RCA
** Performance bottleneck-ების ანალიზი (CPU, RAM, storage latency)
მოთხოვნები:
** მინიმუმ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** ტექნიკური ინგლისურის ცოდნა
** კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები
** სტრატეგიული აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღება
** ლიდერული უნარები და მენტორობა (Mid/Junior თანამშრომლების განვითარება)
** პასუხისმგებლობა ინფრასტრუქტურის სტაბილურობაზე
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — "უფროსი სისტემური ადმინისტრატორი" შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.it.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 16/05/2026
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს "პროკრედიტ ბანკის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს "პროკრედიტ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22; geo.info@procredit-group.com
|
|
|
|