Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=714608&print=yes&view=jobs
 
კომერციული დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
კომპანია ეძებს კომერციულ ლიდერს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი:

** კომპანიის შემოსავლების ზრდასა და მოგებიანობის გაუმჯობესებაზე
** ახალი ბიზნეს მიმართულებებისა და პროდუქტების განვითარებაზე
** საერთაშორისო გაფართოებასა და ბაზრების დივერსიფიკაციაზე

კომპანიის შესახებ:

კომპანია "ინექს გრუპი" წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა რეგიონებიდან. კომპანია ასევე უზრუნველყოფს შიდა გადაზიდვების სერვისს ქვეყნის მასშტაბით."

"ინექს გრუპი" ოპერირებს საკუთარი გლობალური ინფრასტრუქტურისა და პარტნიორული ქსელის საშუალებით და უზრუნველყოფს მიწოდებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის მომხმარებლამდე, ადგილზე მიწოდების სერვისით (last-mile delivery).

** ონლაინ ამანათები - ელექტრონული კომერციის გზით შეძენილი ამანათების ჩამოტანა ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან საქართველოში;
** პერსონალური ამანათები - ჰოლდინგში შემავალი პარტნიორი კომპანიების მომსახურება; ემიგრანტების მიერ გაგზავნილი ამანათების ტრანსპორტირება საბერძნეთიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან საქართველოში;
** კომერციული ტვირთები - სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებთან თანამშრომლობა და მსხვილი შეკვეთების (დანადგარები, ტექნიკა და სხვა ტვირთები) საერთაშორისო გადაზიდვა.

კომპანიის ძირითადი მიმართულებები:

** ონლაინ ამანათები (E-commerce logistics) - საერთაშორისო ონლაინ პლატფორმებიდან გამოწერილი ამანათების ტრანსპორტირება;
** პერსონალური ამანათები (Cross-border remittance logistics) - ემიგრანტების მიერ გაგზავნილი ამანათების სერვისი;
** კომერციული ტვირთები (B2B logistics) - მსხვილი ტვირთების, პალეტების, ტექნიკისა და სხვა კომერციული გადაზიდვები;
** შიდა გზავნილები (Domestic logistics) - ქვეყნის მასშტაბით ამანათებისა და ტვირთების სწრაფი და უსაფრთხო მიწოდება.
** ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა - საკუთარი საბაჟო / საფოსტო ტერმინალები / საწყობები
** სრული ლოგისტიკური ციკლით, კომპანია ემსახურება ასობით ათას მ ომხმარებელს და აქტიურად ავითარებს ოპერაციებს საერთაშორისო ბაზრებზე.

საქმიანობის აღწერა:

** კომპანიის ძირითადი მიმართულებების ერთიანი კომერციული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა, ბაზრის მოთხოვნების და კომპანიის მიზნების გათვალისწინებით;
** შემოსავლების ზრდის (Revenue Growth) და მოგებიანობის (Profitability) ანალიზი და მართვა, ამ კომპონენტების გათვალისწინებით, ახალი სერვისებისა და პროდუქტების ფორმირება და დანერგვა;
** მიმდინარე პროექტების კომერციული პარამეტრების ანალიზი (ბიუჯეტი, შემოსავალი, მომგებიანობა) და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების ინიცირება, კომპანიის ბრუნვის ზრდისა და ახალი ბაზრების ათვისების მიზნით;
** კომერციული წინადადებების შემუშავების, ტენდერების მოძიებისა და წარმოების, ფასთა პოლიტიკისა და ხარჯთაღრიცხვების განსაზღვრა შესაბამის გუნდებთან კოლაბორაციით;
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა მოთხოვნების პერმანენტული ანალიზი;
** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების მართვა, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მოძიება, საქმიანი ურთიერთობის წარმოება და გრძელვადიანი ეფექტური პარტნიორობების ჩამოყალიბება;
** შემუშავებული KPI-ების, ფინანსური მაჩვენებლებისა და მოგებიანობის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
** კომპანიის წარმომადგენლობა ბიზნეს შეხვედრებსა და ღონისძიებებზე;
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან შესრულებული საქმიანობისა და შედეგების შესახებ.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური, მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროებში
** მინიმუმ, 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება კომერციული მიმართულებით, მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე (Commercial Director / Head of Sales და მისთ.) სასურველია ლოგისტიკის, ტრანსპორტის ან e-commerce სფეროში;
** გამოცდილება მულტიპროფილური ბიზნესის განვითარებაში (საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** შესაბამისი სისტემური უზრუნველყოფის დანერგვა-გაუმჯობესების, ტექნიკურ პროცესებში ჩართულობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ფინანსური ანალიზისთვისა და ბიზნეს მოდელირების ძლიერი უნარები, შესაბამის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (დამატებითი ენები ჩაითვლება პლუსად);
** ლიდერული, გუნდისა და პროცესების მართვის უნარები;
** სტრატეგიული ხედვა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** ანალიტიკური აზროვნება და ეფექტური მოლაპარაკებების უნარები.

რას გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, განავითაროთ მრავალწლიანი გამოცდილების სტაბილური საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე;
** საერთაშორისო მასშტაბის პროექტებში ჩართულობას;
** მაღალი გავლენის პოზიციას, ორიენტირებულს - კომპანიის ზრდასა და სტრატეგიაზე;
** მრავალპროფილურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას (KPI-ზე დაფუძნებული).

nputkaradze@inex.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია