Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კასატრეიდი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
კომპანია "კასატრეიდი" წამყვანი კომპანია საქართველოში GPS მონიტორინგის, პარკინგის მართვისა და გადახდის სისტემებში.

"კასა ტრეიდში" ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:

** მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით;
** პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ორგანიზება;
** პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და CRM პროგრამაში აღრიცხვა;
** გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT კომპანიებში გაყიდვების მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია გამოაგზავნო შემდეგ მისამართზე: job@casatrade.ge.

გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ "subject"-ში "გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე