Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=714534&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: მექსიკური რესტორანი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
თბილისში მდებარე ცნობილი მექსიკური რესტორანი აცხადებს ვაკანსიას.

ჩვენი გუნდი ეძებს მონდომებულ მზარეულს, რომელსაც სურს შეისწავლოს ტრადიციული მექსიკური სამზარეულოს სპეციფიკა და კერძების მომზადება.

მოთხოვნა: გამოცდილება 0-1 წლამდე.

ჩვენთვის მთავარია გიყვარდეთ თქვენი საქმე, იყოთ სუფთა, მოწესრიგებული და პუნქტუალური; გქონდეთ სწავლისა და განვითარების სურვილი.

სწავლის პერიოდი ანაზღაურებადია.

სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე.
სამუშაო საათები: დღეში 9 საათი

ანაზღაურება არის შეთანხმებით. ამასთან, ანაზღაურება არის ზრდადი და დამოკიდებულია თქვენს განვითარებაზე. ანაზღაურება გაიცემა 2 კვირაში ერთხელ.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე: fiestabartbilisi@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია