Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=714532&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება - ბიზნეს ოპერაციები და გაყიდვები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - ბიზნეს ოპერაციები და გაყიდვები
მომწოდებელი: მირკაანი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია "მირკაანი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნესის, ეკონომიკისა და მომიჯნავე მიმართულების მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის.

სტაჟირების პროგრამა განკუთვნილია მოტივირებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება ტრანსპორტის, გადაზიდვების და ლოგისტიკის სფეროში ბიზნეს ოპერაციების, კლიენტებთან კომუნიკაციის და მომსახურების გაყიდვების მიმართულებით.

სტაჟირების ფარგლებში შერჩეული კანდიდატი ჩაერთვება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში, შეიძენს რეალურ სამუშაო გამოცდილებას და იმუშავებს პროფესიულ გარემოში, შემდგომი განვითარების და დასაქმების პერსპექტივით.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** ანაზღაურება: 500 ლარი თვეში;
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვემდე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით;
** პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
** პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობას;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლოჭინის ხევი, (ლილო მოლის, კახეთის გზატკეცილის და გაფორმების ეკონომიკური ზონის (გეზ) მიმდებარე ტერიტორიაზე)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიმდინარე ბიზნეს და საოპერაციო პროცესების მხარდაჭერა;
** კლიენტებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციის მხარდაჭერა;
** ბიზნეს მომსახურებების წარდგენისა და გაყიდვების პროცესში მონაწილეობა;
** დოკუმენტაციის, სამუშაო ფაილებისა და ცხრილების მომზადება/განახლება;
** ინფორმაციის დამუშავება Microsoft Excel-ისა და Word-ის გამოყენებით;
** ხელმძღვანელისა და გუნდისთვის ადმინისტრაციული და საორგანიზაციო მხარდაჭერის გაწევა;
** ყოველდღიური საოფისე და ოპერაციული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი/კურსდამთავრებული ბიზნესის, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** უცხო ენების ცოდნა;
** Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ისა და Word-ის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** გაყიდვების ან ბიზნეს მომსახურების სფეროს მიმართ ინტერესი.

განაცხადის წარდგენის წესი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: mirkaani.ltd@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია