Робота для біженців з України
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: Well House Development
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
"Well House Development" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

კომპანია ეძებს გუნდის ახალ წევრს, რომელსაც აქვს არქიტექტურის სფეროში პრაქტიკული გამოცდილება, ორიენტირებულია მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვაზე და გამოირჩევა პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. კანდიდატი აქტიურად იქნება ჩართული სხვადასხვა ტიპის არქიტექტურულ პროექტებში, იმუშავებს პროფესიონალებთან ერთად და ექნება პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული კონცეფციისა და ტექნიკური დავალების შესაბამისად პროექტების დაგეგმვა და შემუშავება;
** არქიტექტურული ესკიზებისა და ვიზუალური კონცეფციების მომზადება;
** საპროექტო პროცესის ყველა ეტაპში აქტიური მონაწილეობა;
** სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების გათვალისწინებით არქიტექტურული ნახაზების მომზადება;
** თანამშრომლობა მომიჯნავე დარგის სპეციალისტებთან (კონსტრუქტორები, ინჟინრები და სხვ.);
** საჭიროების შემთხვევაში არქიტექტურული ნახაზებისა და პროექტის დეტალების კორექტირება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელთან;
** პროექტებისა და კორექტირების შეთანხმება მუნიციპალურ სამსახურებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
** არქიტექტურული პროექტირების პრაქტიკული გამოცდილება;
** პროფესიული პროგრამების ცოდნა - AutoCad; ArchiCad (პრიორიტეტად ჩაითვლება Revit-ის ცოდნა);
** სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა;
** სასურველია პორტფოლიოს წარმოდგენა.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა და სამუშაო პროცესის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი;
** კრეატიული და ანალიტიკური აზროვნება;
** ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;
** დასაწყისში გათვალისწინებულია 6-თვიანი გამოსაცდელი ვადა;
** ანაზღაურება განისაზღვრება 2800-3400 ლარამდე კვალიფიკაციის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის ქუჩა №22დ.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@wellhouse.ge

ელექტრონული წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ "არქიტექტორის პოზიცია".

დამატებითი ინფორმაცია: გასაუბრებაზე მოწვევა მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან;

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე