Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=714505&print=yes&view=jobs
 
სანტექნიკოსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სანტექნიკოსი
მომწოდებელი: ამბასადორი ბათუმი აილენდი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
"ამბასადორი ბათუმი აილენდი" აცხადებს ვაკანსიას სანტექნიკოსის პოზიციაზე.

"Ambassador Island Batumi" აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა-ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.

მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო დრო: 5/2
ელ ფოსტა: hr@islandambassadori.com

ჩვენ გთავაზობთ:

** კვების უზრუნველყოფა;
** 20%-ნი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;
** პროფესიული განვითარება;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სანტექნიკურ სამუშაოებში;
** გამოცდილება როგორც გარე საინჟინრო ქსელებზე, ასევე მცირე და საშუალო ზომის შენობებში (ოფისები, ტექნიკური ნაგებობები);
** წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ცოდნა;
** HDPE, PVC და მეტალის მილებთან მუშაობის გამოცდილება;
** სანტექნიკური სქემებისა და ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი;
** ტექნიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** უსაფრთხოების ნორმების ცოდნა და დაცვა;
** გუნდში მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

ძირითადი მოვალეობები:

** გარე წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების მონტაჟი და მოვლა;
** მიწისქვეშა მილგაყვანილობის მოწყობა და დაკავშირება;
** ოფისურ და ტექნიკურ შენობებში სანტექნიკური სისტემების მონტაჟი და შეკეთება;
** სანტექნიკური მოწყობილობების (ნიჟარა, უნიტაზი, შხაპი, წყლის გამაცხელებელი და სხვა) მონტაჟი და გამართვა;
** მილების შეერთება/შედუღება (HDPE, PVC და სხვა მასალები);
** ქსელების ჰერმეტულობისა და გამართულობის შემოწმება (pressure testing);
** წყლის გაჟონვის, დაბლოკვის და სხვა დაზიანებების აღმოჩენა და აღმოფხვრა;
** ტექნიკური ნახაზებისა და სქემების მიხედვით სამუშაოების შესრულება;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** უსაფრთხოების წესების დაცვა სამუშაო პროცესში;
** სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@islandambassadori.com

გისურვებთ წარმატებას!

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია