|
დასახელება:
სტუდენტთა წარმატების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სქილვილ
|
|
გამოქვეყნდა: 16 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
შპს "სქილვილი" წარმოადგენს სრულად აღჭურვილ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის ინოვაციურ და ხარისხიან სასწავლო პროცესს.
სქილვილის კოლეჯი არის საქართველოში პირველი სრულად აკრედიტებული დისტანციური სასწავლო პლატფორმა, რომელმაც 2024 წელს მოიპოვა აკრედიტაცია პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების სინქრონულ და ასინქრონულ რეჟიმში განხორციელებისთვის.
ჩვენი პროგრამები ძირითადად ორიენტირებულია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროზე და სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე შრომის ბაზრისთვის საჭირო პრაქტიკულ ცოდნას.
ამჟამად სქილვილი ახორციელებს სასწავლო პროცესს თბილისში და ბათუმში მოქმედ პროფესიულ კოლეჯებში, სადაც სწავლება მიმდინარეობს ჰიბრიდულ-ფიზიკურ და ონლაინ ფორმატში.
ამჟამად ვეძებთ სტუდენტების წარმატების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სტუდენტების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაზე, მათი ჩართულობის გაზრდასა და მათთვის მაღალი ხარისხის გამოცდილების უზრუნველყოფაზე.
პოზიცია მოიცავს როგორც ადმინისტრაციულ, ისე საკომუნიკაციო და საორგანიზაციო ფუნქციებს.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუდენტებისთვის ადმინისტრაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** სტუდენტური პორტალისა და სასწავლო პროცესის კოორდინაცია (ლექციების დაგეგმვა, Zoom შეხვედრები);
** ლექციებისა და სასწავლო პროცესის გამართული მიმდინარეობის ორგანიზება;
** სტუდენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა;
** სტუდენტების აკადემიური პროგრესისა და კარიერული დავალებების მონიტორინგი;
** ინდივიდუალური შეხვედრების ჩატარება და ინტერვიუს სიმულაციების ორგანიზება;
** ღონისძიებებისა და სტუდენტური აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** დროის ეფექტური უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** MS Office-ისა და ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმების (მაგ. Zoom) ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - 10:00-19:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** დინამიკურ და ინოვაციურ სამუშაო გარემოში მუშაობას;
** სასწავლო რესურსებზე და შიდა ტრენინგებზე ხელმისაწვდომობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით);
დოკუმენტების მიღების ვადა: 2026 წლის 15 მაისი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, დოკუმენტების მიღების ვადაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: career@skillwill.edu.ge, სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელი.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|