Робота для біженців з України
ელექტრო და სუსტი დენების უფროსი ინჟინერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო და სუსტი დენების უფროსი ინჟინერი
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტრო და სუსტი დენების (ELV) უფროსი ინჟინრის (Senior Engineer) პოზიციაზე - ქ. ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

პროექტირება და ტექნიკური დოკუმენტაცია:

** ელექტრო და სუსტი დენების სისტემების (Power, Lighting, ELV) სამუშაო და დეტალური ნახაზების მომზადება და გადამუშავება
** Single Line Diagram (SLD), Load Schedule, Panel Schedule და მოწყობილობების განლაგების სქემების შედგენა
** ტექნიკური დოკუმენტაციის (BOQ, სპეციფიკაციები, As-built ნახაზები) მომზადება და განახლება
** პროექტის შესაბამისობის უზრუნველყოფა ადგილობრივ ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან

ინტერდისციპლინარული კოორდინაცია:

** აქტიური კომუნიკაცია HVAC, Plumbing, Fire Fighting, Architectural და Structural გუნდებთან
** პროექტის კოორდინაციულ შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შეთანხმება
** Clash-ების იდენტიფიცირება და ოპტიმალური გადაწყვეტების შეთავაზება

სამონტაჟო სამუშაოების მართვა და ზედამხედველობა:

** საინსტალაციო გუნდებისთვის დავალებების მიცემა და სამუშაოების ორგანიზება
** შესრულების კონტროლი დამტკიცებული ნახაზებისა და სპეციფიკაციების მიხედვით
** ობიექტზე სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი და მიღება-ჩაბარებაში მონაწილეობა
** პრობლემების იდენტიფიცირება და ოპერატიული გადაწყვეტა

ტექნიკური მხარდაჭერა და ანგარიშგება:

** ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა პროექტირების და სამშენებლო ეტაპებზე
** პროექტის პროგრესის და რისკების შესახებ რეგულარული რეპორტინგი
** ქვეკონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან ტექნიკური დეტალების შეთანხმება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ელექტროინჟინერიაში ან შესაბამის ტექნიკურ მიმართულებაში
** მინიმუმ 5+ წლიანი გამოცდილება ელექტრო/ELV სისტემებში (სასურველია სამშენებლო პროექტებზე)
** AutoCAD-ის მაღალი დონით ცოდნა (Revit/BIM ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად)
** ელექტრო სისტემების გათვლების, დატვირთვების და სქემების გაგება (SLD, Load Calculation და სხვ.)
** ინგლისური ენის ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის და კომუნიკაციის დონეზე)

პროფესიული უნარები:

** ძლიერი ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** კოორდინაციის და კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა

სამუშაო პირობები:

ლოკაცია: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 ან 10:00-19:00)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე