Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=714474&print=yes&view=jobs
 
ხანძარქრობის/წყალმომარაგების საიტ ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხანძარქრობის/წყალმომარაგების საიტ ინჟინერი
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხანძარქრობის და წყალმომარაგება/კანალიზაციის (Fire Fighting / Plumbing) საიტ ინჟინრის (Site Engineer) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

სამონტაჟო სამუშაოების მართვა:

** წყალმომარაგების, კანალიზაციის და ხანძარქრობის სისტემების სამონტაჟო სამუშაოების ორგანიზება და ზედამხედველობა
** მილსადენების, ტუმბოების, ავზების და სისტემების მონტაჟის პროცესის სრული კონტროლი
** საინსტალაციო გუნდების მართვა და შესრულების მონიტორინგი

ხარისხის კონტროლი და შესაბამისობა:

** სამუშაოების შესრულების კონტროლი დამტკიცებული ნახაზებისა და სპეციფიკაციების მიხედვით
** გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების შესაბამისობის გადამოწმება
** მონტაჟის ხარისხის შემოწმება და მიღება-ჩაბარებაში მონაწილეობა

ტესტირება და კომისიონირება:

** სისტემების ტესტირების პროცესში მონაწილეობა (pressure test, leak test, flushing, disinfection)
** კომისიონირების პროცესის მხარდაჭერა და კონტროლი

კოორდინაცია:

** სხვა საინჟინრო მიმართულებებთან კოორდინაცია (HVAC, Electrical და სხვ.)
** ქვეკონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან ტექნიკური საკითხების შეთანხმება

ანგარიშგება:

** პროექტის პროგრესის და ტექნიკური რისკების რეპორტინგი
** ობიექტზე შესრულებული სამუშაოების და ფორმა 2-ებში გაწერილი მასალების შემოწმება, შედარება და დადასტურება.
** უსაფრთხოების და ნორმების (NFPA, IPC, EN, BS) დაცვაზე კონტროლი

მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება site supervision-ში
** Plumbing და Fire Fighting სისტემების პრაქტიკული ცოდნა
** ნახაზების წაკითხვის უნარი
** სტანდარტების ცოდნა (NFPA, IPC და სხვ.)

პროფესიული უნარები:

** ორგანიზებულობა
** ტექნიკური ანალიზი
** პრობლემების სწრაფი გადაწყვეტა
** პასუხისმგებლობა

სამუშაო პირობები:

ლოკაცია: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 ან 10:00-19:00)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია