Робота для біженців з України
ხანძარქრობის და წყალმომარაგება/კანალიზაციის დრაფტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხანძარქრობის და წყალმომარაგება/კანალიზაციის დრაფტერი
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

საინჟინრო სისტემების პროექტირება. საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.

საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.
დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ხანძარქრობის და წყალმომარაგება/კანალიზაციის (Fire Fighting / Plumbing) მხაზველ ინჟინრის (drafter Engineer) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** პროექტირება
** Plumbing და Fire Fighting სისტემების ნახაზების მომზადება
** მილსადენების, მოწყობილობების და სისტემების დეტალიზაცია
** ჰიდრავლიკური გათვლები
** pipe sizing
** flow calculation
** pump head calculation
** drainage სისტემების გამტარუნარიანობის განსაზღვრა
** დოკუმენტაცია
** BOQ, სპეციფიკაციები და As-built ნახაზები,
** კოორდინაცია
** სხვა სისტემებთან clash detection და კოორდინაცია

მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება
** 2 წლიდან - გამოცდილება
** AutoCAD (Revit უპირატესობა)
** ჰიდრავლიკური გათვლების ცოდნა
** სტანდარტების ცოდნა (NFPA, IPC და სხვ.)

სამუშაო პირობები:

ლოკაცია: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 ან 10:00-19:00)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე