|
დასახელება:
ტენდერი სივრცის დიზაინის/მოწყობის სამუშაოების შესრულებაზე
|
| მომწოდებელი:
მწვანე ბორჯომი
|
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 25 აპრილი
|
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ბორჯომი", კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) პროექტის ფარგლებში "დაბა მანგლისსა და ქალაქ ახალციხეში არსებული იდეათეკების ეკო-საგანმანათლებლო რესურსებითა და პროგრამებით აღჭურვა", აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის შესარჩევად, რომელიც უზრუნველყოფს გარე ეკო-საგანმანათლებლო სივრცეების დიზაინის, დამზადებისა და მოწყობის სამუშაოებს დაბა მანგლისისა და ქალაქ ახალციხის იდეათეკების ეზოებში.
ტექნიკური დავალება თან ერთვის განცხადებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
** ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან შესაბამისი წინადადება;
** შემოქმედებითი და ვიზუალური გადაწყვეტის ხედვა (დიზაინი, მასალები, კონცეფცია);
** გამოცდილება და ნამუშევრების პორტფოლიო;
** ფინანსური შეთავაზება.
დიზაინი და გამოყენებული მასალები შეთანხმდება დამკვეთთან სამუშაოების დაწყებამდე.
განაცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 25 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: greenborjomi@gmail.com.
|
|
|
|