"გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)" აცხადებს საგრანტო კონკურსს ბიზნესებისთვის — მწვანე ზრდის აქსელერაციის პროგრამა .
პროგრამის შესახებ:
ვიწვევთ მიკრო, მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის საწარმოებს, რომელთა სურვილია განავითარონ საკუთარი ბიზნესი მდგრადობის გაძლიერებისა და რესურსების დაზოგვის გზით.
"მწვანე ზრდის აქსელერაციის" პროგრამის მიზანია გააძლიეროს მიკრო, მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის საწარმოები ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. პროგრამა დაგეხმარებათ მდგრადი ბიზნეს-პრაქტიკების დანერგვაში, საოპერაციო ეფექტიანობის ზრდასა და ხარჯების შემცირებაში.
მწვანე ზრდის აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება კონსორციუმის (GEC JSC, Startup Büro და Ovation) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) "მწვანე მომავალი, უფლებებისა და სტაბილურობის განმტკიცება" პროექტის ფარგლებში, დანიის მთავრობის მხარდაჭერით. 2026-2027 წლის განმავლობაში, სამი აქსელერაციის ციკლის ფარგლებში, 50-ზე მეტ კომპანიას შესაძლებლობა ექნება მიიღოს საკონსულტაციო, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებზე ორიენტირებული ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მათ შორის მონაწილეობის კრიტერიუმები და განაცხადების შეფასების სისტემა, მოცემულია თანდართულ ფაილში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 8 მაისი, 2026 წელი, 17:00 საათი (თბილისის დროით)
საინფორმაციო შეხვედრა: 22 აპრილი, 2026 წელი, 15:00 საათი (თბილისის დროით, ონლაინ ფორმატში)
საინფორმაციო შეხვედრის ბმული: https://teams.microsoft.com/meet/44473189102060?p=SlUhhZL2mY3tgHhysr
Meeting ID: 444 731 891 020 60
Passcode: ii7DX94j
შერჩეულ განმცხადებლებთან გასაუბრების ვადა: 15-20 მაისი, 2026 წელი
პროგრამის დაწყება: 1 ივნისი, 2026 წელი
განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: https://forms.cloud.microsoft/e/GaMuYDA5Yw
|