Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: Intco
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
შპს Intco აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. თბილისში:

შპს Intco ახორციელებს სამედიცინო მასალების დისტრიბუციას და წარმატებით მუშაობს B2B, B2C სექტორში.

სამედიცინო წარმომადგენელი

ძირითადი მოვალეობები:

** ექიმებთან და კომპანია-პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა
** გაყიდვების გაზრდისთვის შესაბამისი აქტივობების ჩატარება
** პოტენციურ მომხმარებელთა მოძიება
** პროდუქტების და მომსახურების ოპტიმალური პაკეტის შექმნა და მისი კლიენტებისთვის სწორად მიწოდების დაგეგმვა
** მომხმარებლის მოთხოვნების და ბიზნეს გარემოს ანალიზი

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ასაკი: 25 - 40 წ
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** წლის განმავლობაში მოკლევადიანი საქმიანი და ტრენინგ მივლინებები.
** კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან სწავლების პერიოდს
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1500-დან პლუს ბონუსი. ფიქსირებული ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: intcoveric@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სამედიცინო წარმომადგენელი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე