Робота для біженців з України
KA მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: KA მენეჯერი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია შპს "კანტი" აცხადებს ვაკანსიას KA მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიცია: Key Account (KA) მენეჯერი
ანაზღაურება: 2500 ლარი ფიქსირებული + ყოველთვიური 1000-ლარიანი საბონუსე ფონდი (გაყიდვებიდან გამომდინარე)
სამუშაო ლოკაცია: გლდანი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 (პარასკევი 17:00-მდე)

პოზიციის მიზანი:

ქსელურ პარტნიორებთან ეფექტური ურთიერთობის მართვა, გაყიდვების ზრდა, ასორტიმენტის განვითარება და სააქციო აქტივობების ეფექტური დაგეგმვა/კონტროლი.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმის შესრულება და ასორტიმენტის მართვა
** ქსელურ პარტნიორებთან კომუნიკაცია, შეხვედრების ორგანიზება და სიტუაციის გაუმჯობესება
** ფასების, კონკურენტების და მარკეტინგული დანახარჯების მონიტორინგი/კონტროლი
** ელექტრონული შეკვეთების მართვა და პრომო დაგეგმვაში ჩართულობა
** ახალი ასორტიმენტის შეთავაზება/რეგისტრაცია და გაყიდვების ზრდისთვის იდეების გენერირება
** სააქციო შეთავაზებების დაგეგმვა, დამატებითი განლაგებების მოთხოვნა და ბიუჯეტის კონტროლი
** საოპერატოროსთან, აგენტებთან და მერჩენდაიზერებთან კოორდინაცია
** პლანოგრამებისა და საჭირო ექსელის ფაილების მომზადება ქსელების ფორმატების მიხედვით
** რეპორტინგი (სააქციო, თვიური, ანალიტიკური, ბრენდ მენეჯერებთან)
** ფინანსური კონტროლი: ანგარიშები, კრედიტ ნოტები, დავალიანებები, გადახდების ვადები
** ობიექტების რეგულარული შემოწმება და დოკუმენტაციის წარმოება

დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ CV მეილზე: hr@kanti.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე