Робота для біженців з України
ფრონტ ოფისის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ ოფისის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ხედი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
სასტუმრო "ხედი" მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში — ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძართან და მშვიდობის ხიდთან ახლოს. სასტუმრო სრულად ამართლებს თავის სახელს, რადგან მისი ოთახებიდან იშლება პანორამული ხედები ძველი ქალაქის სახურავებზე, თანამედროვე უბნებზე, მტკვრის სანაპიროსა და ქალაქის მიმდებარე მთებზე. ეს არის იდეალური ადგილი ძველი თბილისის სულის შესაგრძნობად.

სასტუმროში წარმოდგენილია:

** 57 სხვადასხვა კატეგორიის ნომერი;
** პანორამული რესტორანი;
** აზიური რესტორანი;
** საკონფერენციო და ღონისძიებების დარბაზები;
** ფიტნეს კლუბი.

სასტუმრო ხედი აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ცვლები - 2/2 11 სთ ცვლა (დღის ან ღამის) - (15 ცვლა თვეში)
ანაზღაურება დღის ცვლა - 1100 ლარი
ღამის ცვლა - 1200 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში ინფორმაციის შემოწმება;
** ჯავშნების მიღება, სისტემაში დაფიქსირება და მონიტორინგი;
** სასტუმროს ნომრების კატეგორიების, ფასებისა და სერვისების სრულყოფილი ცოდნა;
** სტუმრებისთვის სასტუმროსა და მისი სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმართა მოთხოვნების მიღება, რეგისტრაცია და დროული რეაგირება;
** სასტუმროს პოლიტიკის შესაბამისად ანგარიშსწორების წარმოება და პროგრამული ასახვა;
** სხვა დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** სამუშაოს ეფექტიანობისთვის საჭირო რეპორტების მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფრონტ ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების კარგი ცოდნა (ინგლისური სავალდებულოა);
** სასტუმროს მართვის პროგრამების (Opera, Fidelio) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** კომუნიკაბელურობა და პროფესიონალიზმი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** კვებით უზრუნველყოფას;
** ფიტპასს და ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@khedihotel.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: "ადმინისტრატორი".

პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე