Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=714170&print=yes&view=jobs
 
IT სპეციალისტი/სისტემური ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სპეციალისტი/სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სპექტრუმი
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
კომპანია "სპექტრუმი" წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას.

ვაცხადებთ ვაკანსიას IT სპეციალისტის/სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კომპიუტერული ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროგრამული უზრუნველყოფის (AutoCAD, Revit, 3ds Max, SketchUp, Adobe Suite, MS Office და სხვა არქიტექტურული/დიზაინის პროგრამები) ინსტალაცია, განახლება და ტექნიკური მხარდაჭერა;
** NAS & Storage: NAS სისტემების ინსტალაცია /კონფიგურაცია (RAID, Volume) და მომხმარებლისთვის ფაილური წვდომების (Shared Folders/Permissions) მართვა;
** Domain Management: Windows Server-ის და Active Directory-ის ადმინისტრირება;
** Data Security: Backup სისტემების გამართვა და მონაცემთა უსაფრთხოების მუდმივი კონტროლი;
** თანამშრომლების ტექნიკური დახმარება ყოველდღიურ სამუშაოში;
** ქსელის აღჭურვილობის მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
** თანამშრომლობა გარე IT სერვის პროვაიდერებთან საჭიროების შემთხვევაში.

საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში ან დაკავშირებულ სფეროში;
** მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება IT მხარდაჭერის/სისტემური ადმინისტრირების სფეროში;
** Windows 10/11 ოპერაციული სისტემების ცოდნა;
** Windows Server (AD, DHCP, DNS) და NAS ტექნოლოგიების პრაქტიკული ცოდნა;
** ლოკალური ქსელების (LAN/Wi-Fi/VPN) კონფიგურაციის და დიაგნოსტიკის ცოდნა;
** ქსელური პროტოკოლებისა და მოწყობილობების (Switch/Firewall) კონფიგურაციის უნარი;
** მონაცემთა სარეზერვო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ოპერატიულობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "IT მხარდაჭერის სპეციალისტი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.

"სპექტრუმიის" საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია