Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: იმობილიარე
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
"DMG Group" მრავალპროფილური საინვესტიციო ჰოლდინგია, რომელიც ოპერირებს ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ჰოსფითალითი და აგრონომია. ჯგუფის საქმიანობა ეფუძნება ინოვაციურ განვითარებას, გრძელვადიან სტრატეგიულ ზრდასა და იმ ბიზნესების ხელშეწყობას, რომლებიც საკუთარ სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებენ. კომპანიის მიზანია ძლიერი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული პლატფორმის შექმნა პროფესიონალებისთვის, რომლებიც ეძებენ კარიერულ წინსვლასა და ხარისხიან სამუშაო გარემოს.

"იმობილიარე", როგორც ჯგუფის შვილობილი კომპანია, ქმნის პრემიუმ ხარისხის საცხოვრებელ და კომერციულ პროექტებს. კომპანიის ხედვა აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ინოვაციურ გადაწყვეტებსა და მშენებლობის უმაღლეს სტანდარტებს, რომლებიც ფუნქციური და ღირებულებით მდიდარი სივრცეების შექმნას ემსახურება. პროექტებზე მუშაობენ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის პროფესიონალები, მათ შორის მსოფლიოში აღიარებული არქიტექტორი პაბლო ბოფილი.

"იმობილიარე" აგრძელებს ზრდას და გუნდში იწვევს მოტივირებულ, გამოცდილ პროფესიონალს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების პროცესის სრული კოორდინაცია პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** მომხმარებელთან კონსულტაცია და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** შემომავალი და გამავალი ზარების მართვა;
** შეხვედრების დაგეგმვა ოფისსა და სამშენებლო მოედანზე;
** ხელშეკრულების შემდგომი კომუნიკაცია - გადახდის გრაფიკი, ცვლილებები, დამატებითი საჭიროებები;
** CRM მონაცემების განახლება და სიზუსტის კონტროლი;
** გაყიდვების მიზნების შესრულება და შედეგების ანგარიშგება;
** მონაწილეობა ღონისძიებებსა და გამოფენებში - პროექტების წარდგენა პოტენციური კლიენტებისთვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ან მარკეტინგის მიმართულებით);
** 3-5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის სტილი;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა - Bitrix24);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა - C1 დონე;
** ორგანიზებულობა, პროფესიონალიზმი და გუნდთან თანამშრომლობის უნარი.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება (ფიქსირებული და ბონუსი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მონაწილეობა მაღალი სტანდარტის, უნიკალურ დეველოპერულ პროექტებში;
** პროფესიული ტრენინგები და განვითარების პროგრამები;
** თანამედროვე სამუშაო გარემო და პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობა.

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით და გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: careers@immobiliare.group, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "დიემჯი დეველოპმენტის" მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნითაც.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ უარი თქვათ მონაცემების შემდგომ დამუშავებაზე და მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ ელფოსტაზე careers@immobiliare.group. თქვენი უარის შემთხვევაში, მონაცემთა შემდგომ დამუშავებაზე სამომავლო ვაკანსიებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, თქვენი მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე