Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: Premix
გამოქვეყნდა: 15 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
შპს "PREMIX" ავტო ნაწილების მაღაზიათა ქსელი და მსუბუქი ავტომობილების სერვისი, ჩვენ ვყიდით 30-ზე მეტ განსხვავებული კატეგორიის ავტო ნაწილს, რაც გულისხმობს 40 000-მდე დასახელების პროდუქტს. ვართ ყველა წარმოდგენილი ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი და ჩვენთან გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ ორიგინალი, მაღალი ხარისხის პროდუქტი.

შპს "პრემიქსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აგლაძის 39
სამუშაო გრაფიკი: 09:30-დან 18:30-მდე
შრომის ანაზღაურება: 1200 ლარამდე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა და დოკუმენტაციასთან გადამოწმება (ტიპი, რაოდენობა და მდგომარეობა);
** პროდუქციის განთავსება შესაბამის ადგილას საწყობის სქემის მიხედვით;
** პრობლემური ან დაზიანებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
** შეკვეთების აგროვება შეკვეთის დოკუმენტის მიხედვით;
** პროდუქციის შეგროვება და გაგზავნისთვის მომზადება;
** მანქანებში ჩატვირთვა ან დისტრიბუტორისთვის გადაცემა;
** მონაწილეობა მარაგების რეგულარულ გადამოწმებასა და ინვენტარიზაციაში;
** სამუშაო ზონაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად;
** ტექნიკისა და ხელსაწყოების (მაგ. როლიკები, სტელაჟები) გაფრთხილება და მოვლა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი;
** საწყობის მენეჯერად მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

კანდიდატებს ვთხოვთ მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@premix.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 599 08 42 38

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მოარგე პროფესია სწორ გზას — შემოუერთდი "პრემიქსის" გუნდს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე