|
დასახელება:
სერვისული მომსახურების ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
თელასი
|
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს ვაკანსიას სერვისული მომსახურების ინჟინრის თანამდებობაზე.
სამუშაო განრიგი: სრული.
ანაზღაურება: 1786 ლარი.
თანამდებობრივი მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Power Point);
** სახელმწიფო კანონები, სემეკის, საქართველოს მთავრობის და ქ. თბილისის მერიის დადგენილებები, ლოკალური ნორმატიული აქტები, ორგანიზაციულ-განკარგულებით დოკუმენტების ცოდნა, რომლებიც არეგულირებენ განყოფილების საქმიანობის სფეროს;
** საზოგადოების ბრძანებები სემეკთან ურთიერთობისა და ახალი მიერთების პროცესებთან დაკავშირებით;
** შრომის შინაგანაწესი, შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკისა და სახანძრო უსაფრთხოების წესები
თანამდებობრივი მოვალეობები:
** ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების და მომხმარებლებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევის შესახებ მაჩვენებლების რეგისტრაცია და სტატისტიკური დამუშავება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება, განკარგულებების მომზადება და სისტემაში ატვირთვა;
** სემეკის ელექტრონული ჟურნალში ახალი მიერთებების კუთხით ობიექტის მიერთების ვადებზე და რეგისტრაციის ეტაპების შესრულებაზე კონტროლი;
** სემეკის ელექტრონულ ჟურნალში შეცდომების რედაქტირების მოთხოვნა და ცვლილების შეტანა;
** მიმოწერის წარმოება განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადებთან დაკავშირებით;
** სამსახურის შიგნით და ასევე ახალ მომხმარებლებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
** ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებების შესრულება განყოფილების შესახებ დებულების შესაბამისად.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელფოსტით vakansia@telasi.ge. აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
|
|
|
|