|
დასახელება:
კურიერი საკუთარი ავტომობილით
|
| მომწოდებელი:
იზივეი
|
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კურიერს საკუთარი ავტომობილით ხაშურში.
აუცილებელია, კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი!
ძირითადი მოვალეობა: გორსა და კასპის რაიონში გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად.
მისამართი: ქ. ხაშური, იმერეთის ქ. N34;
სამუშაო არეალი: გორი;
სამუშაო საათები: 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათი-პარასკევი;
ანაზღაურება: 45 ლარი დღეში + საწვავი.
კომპანიის ძირითადი მოთხოვნები:
** საკუთარი ავტომობილი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** აპლიკაციაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენი უპირატესობები:
** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სიახლის ათვისების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და სწორი მენეჯმენტის უნარი;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:
** პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება,
** მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@easyway.ge
დამატებით კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 23 80 03
|
|
|
|