|
დასახელება:
შოურუმის კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 15 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის პოზიციაზე.
პირობები:
** ლოკაცია: თბილისი, ჩუღურეთი, ქარვასლასთან ოთარ ქინქლაძის 1
** ობიექტი: ტანსაცმლის შოურუმი
** 4 სამუშაო დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი
** სამუშაო საათები: 11:30 - 20:00
** შესვენება: 16:00 სთ-ზე
** ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი მინიმუმ 100 -150ლ, საშუალოდ 200ლ, მაქსიმუმ 350 - 400 ლ.
პოზიციის აღწერა:
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და ძალიან დაკვირვებულ შოურუმის კონსულტანტს. სამუშაო გარემო არის სწრაფი და ხანდახან სტრესულიც, ამიტომ მნიშვნელოვანია კანდიდატს შეეძლოს დეტალებზე ყურადღების შენარჩუნება,
დისციპლინურად მუშაობა და ძალიან თავაზიანი კომუნიკაცია.
მოვალეობები:
** შოურუმში მომხმარებლების მიღება და კონსულტაცია
** შოურუმის მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება
** დეტალებზე ყურადღებით მუშაობა
** მითითებების ზუსტად შესრულება
** ყოველდღიური პროცესების ორგანიზებულად მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** კარგი მეხსიერება და ყურადღება დეტალების მიმართ
** სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი
** მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარები
უპირატესობად ჩაითვლება:
** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება
** ინგლისური მცირე დონეზე
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ:
** მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ
** სად სწავლობთ, თუ სტუდენტი ხართ
** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება, თუ გაქვთ
** შეძლებთ თუ არა მინიმუმ 1 წლით მუშაობას
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ინფორმაცია: urbandress.rent@gmail.com
|
|
|
|