|
დასახელება:
უსაფრთხოებისა და დისციპლინის ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 მაისი
|
"ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოებისა და დისციპლინის ოფიცრის პოზიციაზე (მანდატური) პოზიციაზე, ქ. ქუთაისში.
ამერიკული სკოლა პროგრესი ქუთაისში ხსნის მეორე საერთაშორისო სტანდარტების კამპუსს 3-დან 9 წლამდე ბავშვებისთვის! პროექტი შეიქმნა სპეციალურად ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხურებისთვის, სადაც ამერიკული სტანდარტები და თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგია გაერთიანდება.
ახალი კამპუსი უზრუნველყოფს უწყვეტ საგანმანათლებლო ციკლს - ბაღიდან დაწყებითი სკოლის ჩათვლით. სასწავლო პროცესი ინგლისურენოვან გარემოში წარიმართება, რაც ბავშვებს ადრეული საგანმანათლებლო საფეხურიდან მოამზადებს გლობალური კონკურენტუნარიანობისთვის.
4-სართულიანი თანამედროვე შენობა 600-მდე მოსწავლეზეა გათვლილი და მოიცავს ნათელ, ერგონომიულ საკლასო ოთახებს, ასაკობრივად სპეციალიზებულ ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკას, შემოქმედებით სახელოსნოებს, სასცენო-სააქტო დარბაზს, კაფეტერიას, შიდა და გარე სპორტულ სივრცეებს, სარეკრეაციო ზონებსა და შიდა ეზოს, რომელიც სრულად მორგებული იქნება ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებაზე.
დეტალური ინფორმაცია ახალი კამპუსის შესახებ, იხილეთ: https://drive.google.com/file/d/1u2e00hW5lx6_cB35Iu0kG1Ci8GF8cEGg/view?=
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ზ. ანჯაფარიძის ქ. №120
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
გრაფიკი პოზიციაზე: სრული (09:00-18:00)
ყოველთვიური ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ.
სამუშაოს ზოგადი აღწერა: უსაფრთხოებისა და დისციპლინის ოფიცერი უზრუნველყოფს უსაფრთხო სასწავლო პროცესის განხორციელებას და პასუხისმგებელია სკოლაში უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სკოლის შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგი;
** სკოლაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ან გამოვლენილ დისციპლინური გადაცდომის/სამართალდარღვევის შემთხვევაში სკოლაში არსებული რეგულაციების შესაბამისად რეაგირება;
** მოსწავლეების ინფორმირება სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლის სამართლის დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა ქცევის შესახებ მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და სკოლის დირექციასთან აქტიური კომუნიკაცია ;
** საგანგებო სიტუაციების (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) შემთხვევაში მონაწილეობა მოსწავლეთა, სკოლაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების ევაკუაციის პროცესში;
** კონფლიქტური სიტუაციების გამოვლენა და მედიატორის როლში მონაწილეობა მათ მოგვარებაში;
** სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან შეხვედრებში მონაწილეობა;
** მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა მიერ სასწავლო და სამუშაო დისციპლინის დაცვის მონიტორინგი;
** სკოლაში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა და პერიოდული განახლება. დისციპლინური გადაცდომის დროს დარღვევის ფურცლის შევსება და მონიტორინგი.
** სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, ბაზის განახლების საჭიროების განაცხადის გაკეთება;
** დაწესებულების ვიდეოთვალთვალის სისტემის ადმინისტრირება;
** ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** სკოლის შინაგანაწესის შესრულების მონიტორინგი;
** სკოლის მიზნებიდან გამომდინარე სხვა დავალებების შესრულება, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.
პოზიციისათვის აუცილებელი საკონკურსო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი);
** განათლების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური დარუსული ენის ცოდნა (სასურველია B1 დონეზე).
განაცხადის შემოტანის პროცესი:
სკოლაში დასაქმების მსურველმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე (СV) უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kutaisi@schoolprogress.ge; მეილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაშიც დაგვიკავშირდით მეილის საშუალებით.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 მაისი.
თქვენი მონაცემები შეინახება და დამუშავდება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
განაცხადები, რომლებიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოცემულობებს არ განიხილება.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|